Accessibility links

logo-print

დღეს დასავლეთ ერაყის ადგილობრივმა ლიდერებმა


დღეს დასავლეთ ერაყის ადგილობრივმა ლიდერებმა შეერთებული შტატების სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, პაულ

დღეს დასავლეთ ერაყის ადგილობრივმა ლიდერებმა შეერთებული შტატების სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, პაულ

ბრემერს ერაყელი ტყვეების უპირობო გათავისუფლებისკენ მოუწოდეს. ამგვარი ამნისტია, მათი აზრით, შეერთებული შტატების მიერ კეთილი ნების აქცია იქნებოდა იმ შეურაცხყოფის სანაცვლოდ, რაც ამერიკელმა ჯარისკაცებმა ერაყელ ტყვეებს მიაყენეს.
ალ ანბადის პროვინციის სუნიტური უმრავლესობის წარმომადგენლები ბრემერს დღეს ბაღდადში შეხვდნენ.
ბრემერს ადგილობრივი ლიდერების ამნისტიის ინიციატივის შესრულების შესაძლებლობის თაობაზე კომენტარი არ გაუკეთებია. მან განაცხადა, რომ იგი იმედოვნებს სისრულეში მოიყვანოს რამსფელდის წინადადება დაზარალებულთათვის ფულადი კომპენსაციის გადახდის შესახებ.

დღესვე ერაყის სასჯელაღსრულებითი დაწესებულებების ახალმა ხელმძღვანელმა, გენერალმა მილერმა განაცხადა, რომ ბაღდადის "აბუ გრაიბის" საპატიმრო, სადაც ერაყელი ტყვეების აბუჩად აგდების სკანდალურ შემთხვევებს ჰქონდა ადგილი, კვლავ განაგრძობს ფუნქციონირებას. მისი თქმით, საპატიმრო ამიერიდან განუხრელად შეასრულებს ჟენევის კონვენციის პირობებს.
XS
SM
MD
LG