Accessibility links

logo-print

ბელორუსიის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა კერძო


ბელორუსიის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა კერძო უნივერსიტეტმა დღეს სასწავლო პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.როგორც

ბელორუსიის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა კერძო უნივერსიტეტმა დღეს სასწავლო პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.როგორც


მინსკის ზემოხსენებულმა ევროპის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, ამის მიზეზი ის იყო, რომ ბელორუსიის განათლების სამინისტრომ სასწავლო დაწესებულების რეგისტრაცია განსაზღვრულ დროში არ მოახდინა. იმავე წყაროს ცნობით, უნივერსიტეტს სახელმწიფოსგან პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ უნივერსიტეტს უცხოური გრანტების მიღების უფლება არ მისცა.
თებერვალში ბელორუსიის პრეზიდენტმა უნივერსიტეტში მოღვაწე უცხოელი პროფესორების მიმართ უპატივცემულობა გამოხატა. ამის შემდეგ ქვეყნის განათლების სამინიტრომ უნივერსიტეტის რექტორის გადაყენება მოითხოვა. მაშინ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა აღნიშნული ფაქტის გამო პროტესტი გამოხატეს.
XS
SM
MD
LG