Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოლომონ


ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოლომონ პასსიმ გაეროს უშიშროების საბჭოს დახმარებისათვის მიმართა, რათა მან ზეგავლენა

ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოლომონ პასსიმ გაეროს უშიშროების საბჭოს დახმარებისათვის მიმართა, რათა მან ზეგავლენა
მოახდინოს ლიბიის მთავრობაზე და ხუთი ბულგარელი ექთნის მიმართ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი გააუქმოს.
ექვს ადამიანს, რომელთა შორის ერთი პალესტინელი ექიმია, ლიბიის სასამართლომ მიმდინარე კვირაში სიკვდილით დასჯა 400 ლიბიელი ბავშვის შიდსის ვირუსით დაინფიცირების გამო მიუსაჯა.
ლიბიის სასამართლოს გადაწყვეტილება ბულგარეთის გარდა გააკრიტიკეს ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.
დღეს სოფიაში ლიბიის საელჩოს წინ დაახლოებით 200-მა ადამიანმა მიიღო მონაწილოება საპროტესტო აქციაში. მათ ლიბიის ხელისუფლებას სიკვდილმისჯილი ბულგარელების გათავისუფლება, საერთაშორისო საზოგადოებას კი ლიბიის წინააღმდეგ სანქციების განახლება მოსთხოვეს.
XS
SM
MD
LG