Accessibility links

logo-print

ერაყის სამხრეთში ქალაქ ბასრასთან რადიკალ


ერაყის სამხრეთში ქალაქ ბასრასთან რადიკალ შიიტთა სულიერი ლიდერის, მუყტადა ალ სადრის დაქვემდებარებულმა შეიარაღებულმა


ერაყის სამხრეთში ქალაქ ბასრასთან რადიკალ შიიტთა სულიერი ლიდერის, მუყტადა ალ სადრის დაქვემდებარებულმა შეიარაღებულმა

ძალებმა დღეს შეტევა მიიტანეს ბრიტანეთის არმიის პატრულზე.
შეიარაღებულმა პირებმა გუბერნატორის ოფისს მაშინ შემოარტყეს ალყა, როდესაც ბრიტანელი ჯარისკაცები შენობაში კონტროლის დამყარების მიზნით შევიდნენ.
ბრიტანეთის ძალების პრესსამსახურის ცნობით, მოკლულია სულ მცირე 2 ერაყელი მოიერიშე და დაჭრილია სამი ბრიტანელი ჯარისკაცი.
დღესვე ბრიტანელ ჯარისკაცებსა და ადგილობრივ მეამბოხეებს შორის შეტაკება მოხდა ქალაქ ამარაში.
მთლიანად ერაყის მასშტაბით კი დღეს მსხვერპლით დასრულდა აფეთქება ბაღდადის ჩრდილოეთით-მოკლულია სამი სამოქალაქო პირი.
დღესვე, დილით საგზაო შემთხვევამ კარბარაში პოლონელი ჯარისკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა.
XS
SM
MD
LG