Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაურის


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაურის ასლან აბაშიძის ქონება აუქციონზე გაიყიდება. ამის შესახებ განცხადება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაურის ასლან აბაშიძის ქონება აუქციონზე გაიყიდება. ამის შესახებ განცხადება
აჭარაში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს გააკეთა. მისი თქმით, გაიყიდება ასლან აბაშიძის კუთვნილი ძვირადღირებული მანქანები და ძვირფასი ჯიშის ძაღლები. აუქციონიდან შესული თანხები კი აჭარის მოსახლეობას მოხმარდება.

დღესვე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედი დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ საბჭო საქმიანობას რამდენიმე მიზნობრივ კომისიად განაგრძობს. შექმნილია მართლწესრიგისა და კანონიერების, რეგიონული მართვის, რეფორმების, განათლების, კულტურისა და სპორტის და ეკონომიკურ საკითხთა კომისიები. თითოეულ კომისიაში, პროფესიული ნიშნით, დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს 3-4 წევრი იმუშავებს.
დროებითი 19 კაციანი საპრეზიდენტო საბჭო აჭარაში 7 მაისიდან მოქმედებს.
XS
SM
MD
LG