Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაადასტურა


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაადასტურა, რომ დღეს გროზნოს სტადიონზე გამართული დღესასწაულის დროს მოკლულ იქნა ჩეჩნეთის პრომოსკოვური ლიდერი აჰმად კადიროვი.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაადასტურა, რომ დღეს გროზნოს სტადიონზე გამართული დღესასწაულის დროს მოკლულ იქნა ჩეჩნეთის პრომოსკოვური ლიდერი აჰმად კადიროვი.
დღეს კრემლში პუტინმა კადიროვის გმირულ თვისებებზე ისაუბრა. [პუტინის ხმა] "უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი აჰმად ჰაჯი კადიროვი თავის მოვალეობას ღირსებით და სიმამაცით ასრულებდა. იგი ჭეშმარიტად გმირული ბუნების ადამიანი იყო მთელი თავისი მოღვაწეობით და მან დაამტკიცა, რომ არ შეიძლება იგივეობის ნიშანი დაისვას ბანდიტებსა და ტერორისტებს და მთელს ხალხს შორის." პუტინმა პრემიერ-მინისტრი სერგეი აბრამოვი დანიშნა კადიროვის მოვალეობების დროებით შემსრულებლად. ამასობაში ექიმები იტყობინებიან, რომ ძალიან მძიმედ არის დაჭირილი ჩრდილო კავკასიაში რუსეთის შეიარაღებული ძალების მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ვალერი ბარანოვი. ადრე გავრცელდა დაუდასტურებელი ცნობები, რომ ბარანოვი დაიღუპა. სტადიონზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა საბოლო რიცხვი ზუსტდება.
XS
SM
MD
LG