Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდ ბრიტანეთში ძალას იკრებს სკანდალი


დიდ ბრიტანეთში ძალას იკრებს სკანდალი გავრცელებული ცნობის გარშემო, რომ არა მხოლოდ ამერიკის, არამედ დიდი ბრიტანეთის სამხედროებიც აწამებდნენ პატიმრებს ერაყში.

დიდ ბრიტანეთში ძალას იკრებს სკანდალი გავრცელებული ცნობის გარშემო, რომ არა მხოლოდ ამერიკის, არამედ დიდი ბრიტანეთის სამხედროებიც აწამებდნენ პატიმრებს ერაყში.
თავდაცვის მინისტრი ჯეფ ჰუნი ყველა პოლიტიკური პარტიის ზეწოლის შედეგად დათანხმდა, ორშაბათს ახსნა-განმარტებით გამოვიდეს პარლამენტში. მთავრობამ აღიარა, რომ ჯერ კიდევ თებერვალში მიიღო საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტის ანგარიშიდან ინფორმაცია ერაყელი პატიმრების დამცირების თაობაზე. დიდი ბრიტანეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა რობინ კუკმა ბრიტანეთის მთავრობას მოუწოდა, გამოაქვეყნოს ანგარიში. თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ ანგარიში კონფიდეციალური ხასიათისაა.
XS
SM
MD
LG