Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა დღეს


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა დღეს მთავრობის სხდომაზე გამოაცხადა, რომ ორი კვირის შემდეგ წარმოადენს ღაზის სექტორიდან ისრაელის ჯარებისა და ებრაული დასახლეებების გაყვანის ახალ გეგმას.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა დღეს მთავრობის სხდომაზე გამოაცხადა, რომ ორი კვირის შემდეგ წარმოადენს ღაზის სექტორიდან ისრაელის ჯარებისა და ებრაული დასახლეებების გაყვანის ახალ გეგმას.
დოკუმენტის მოსამზადებლად შარონმა გააუქმა მაისის შუა რიცხვებისთვის დაგეგმილი ვიზიტი შეერთებულ შტატებში. კვირას შარონმა მთავრობის წევრებთან ერთად განიხილა მის მიერ წარმოდეგენილი გეგმის რეალიზაციის პერსპექტივები მას მერე, რაც გეგმა რეფერენდუმზე იქნა უარყოფილი მმართველი "ლიკუდის" პარტიის უმრავლესობის მიერ. ვიცე-პრემიერმა ეჰუდ ოლმერტმა განაცხადა: [ოლმერტის ხმა] "ცხადია, რომ ისრაელის მთავრობა უნდა ეცადოს, შეცვალოს არსებული ვითარება, რომელიც არ არის ისრაელისთვის მომგებიანი. არსებობს გეგმა და, მიუხედავად იმისა, რომ ლიკუდის პარტიის წევრთა უმრავლესობა მას მხარს არ უჭერს, სხვა ალტერნატივა არ არსებობს. მე ვფიქრობ, ჩვენ კიდევ უნდა ვიმუშაოთ ამ გეგმაზე და ვეცადოთ, ისრაელის მთავრობის მიერ მის მიღებას."
XS
SM
MD
LG