Accessibility links

logo-print

შეერთებულმა შტატებმა მკაცრად დაგმო გროზნოში


შეერთებულმა შტატებმა მკაცრად დაგმო გროზნოში მომხდარი თავდასხმა, რომლის შედეგადაც დაიღუპა პრეზიდენტი აჰმად კადიროვი.

შეერთებულმა შტატებმა მკაცრად დაგმო გროზნოში მომხდარი თავდასხმა, რომლის შედეგადაც დაიღუპა პრეზიდენტი აჰმად კადიროვი.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა სკოტ მაკლელანმა თქვა, რომ ამერიკელები გლოვობენ დაღუპულთა გამო და ცალსახად გმობენ ტერორიზმის ყველა აქტს და მათ, ვინც ამ აქტებს ახორციელებს. პარიზში საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩეჩნეთის კონფლიქტი შეიძლება მოგვარდეს მხოლოდ პოლიტიკური გზით, რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში. ესპანეთის პრემიერ-მინისტრი ხოსე ლუის როდრიგეს საპატერო ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და დაგმო "გროზნოს ბარბაროსული აქტი". ევროპის კავშირის თანახმად, ეს საზიზღარი თავდასხმა ცხადყოფს, რომ აუცილებელია კიდევ უფრო გაუმჯობესდეს მსოფლიოში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა.
XS
SM
MD
LG