Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კვირას


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კვირას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრისას,

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კვირას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრისას,
ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ვალტერ შვიმერი გააკრიტიკა. სააკაშვილის განაცხადებით, იმ ,,დღეს როდესაც აჭარაში საკითხი წყდებოდა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან გაუშვა ევროსაბჭოს გენერალური მდივნის წარმომადგენელი პლამენ ნიკოლოვი", რადგან შვიმერმა გააკეთა განცხადა, რომ ,,მხარეებმა დაკარგეს დიალოგის უნარი". შვიმერის ამ განცხადებით ისე გამოჩნდა, რომ თითქოს აქ ორი მხარე მოქმედებდა, ორივე ერთნაირად დამნაშავე იყო და თითქოს აჭარის საზოგადოება არ არსებობდა, განაცხადა პრეზიდენტმა. მისი თქმით, ეს არის ,,დიდხელფასიანი გათავხედებული ბიუროკრატის პოზიცია" და არა ევროპელის პოზიცია. შვიმერის თვალწინ დაარბიეს 20 თებერვალს დემონსტრაცია ბათუმში, მაგრამ ,,მან ქუდი დაიხურა და ბათუმიდან გაფრინდა", თქვა მან. პრეზიდენტის თქმით, ,,ესეთ შვიმერს იქით ვასწავლით ბევრ რაღაცეებს". სააკაშვილის განცხადებით, ,,ევროპა არ არის შვიმერი, ევროპა არის ევროპელები და საქართველოა ევროპა".
ამასთან, მისი თქმით, ,,ევროპა არის ევროკავშირი, რომელმაც საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა".
XS
SM
MD
LG