Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოცემული


პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოცემული შეწყალების ბრძანების საფუძველზე ხონის კოლონიიდან ეროვნული გვარდიის ყოფილ სარდალს ვახტანგ (ლოთი) ქობალიას გაათავისუფლებენ.

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოცემული შეწყალების ბრძანების საფუძველზე ხონის კოლონიიდან ეროვნული გვარდიის ყოფილ სარდალს ვახტანგ (ლოთი) ქობალიას გაათავისუფლებენ.
1992-1993 წლებში, სამოქალაქო ომის დროს, ქობალია დევნილი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაქვემდებარებაში მყოფი ეროვნული გვარდიას მეთაური იყო. სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ ქობალიამ საქართველო დატოვა, თუმცა ის უკრაინაში დააპატიმრეს 1996 წელს და ექსტრადირებული იქნა საქართველოში. 1996 წელს მას საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დახვრეტა მიუსაჯა, მაგრამ სიკვდილით დასჯა მოგვიანებით მას 20 წლით პატიმრობით შეეცვალა. ქობალიას ბრალად ედებოდა სამშობლოს ღალატი და სამოქალაქო ომის პერიოდში ჟურნალისტ დავით ბოლქვაძის მკვლელობა.
XS
SM
MD
LG