Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტი კი განაგრძობს ევროსაბჭოს


საქართველოს პრეზიდენტი კი განაგრძობს ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვალტერ შვიმერის კრიტიკას.

საქართველოს პრეზიდენტი კი განაგრძობს ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვალტერ შვიმერის კრიტიკას.
კერძოდ, სააკაშვილის უკმაყოფილება გამოიწვია შვიმერის განცხადებამ. გენერალური მდივნის 2 მაისის განცხადებაში ნათქვამია: "სწორედ იმ დროს, როდესაც ევროკავშირი 15-დან 25 წევრამდე გაფართოებას ზეიმობს, შოკის მომგვრელია ის ფაქტი, რომ ევროსაბჭოს ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში, საქართველოში ფეთქდება ხიდები იმის გამო, რომ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაკარგეს დიალოგის უნარი". საქართველოს პრეზიდენტი აღაშფოთა იმან, რომ ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ცენტრსა და რეგიონს თანაბარ პასუხისმგებლობას აკისრებს. სააგენტო "პრაიმ ნიუსის" თანახმად, სააკაშვილმა შვიმერს "ასლან აბაშიძის მიერ მოთაფლული ბიუროკრატი" უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ მისი პოზიცია განსხვავდება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროკავშირისა და ამერიკის პოზიციისგან". საქართველოს პარლამენტის სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუმარტა, რომ კონკრეტულ რთულ ვითარებაში საქართველოს მთავრობა "ევროსაბჭოსგან ბევრად უფრო სერიოზულ მხარადჭერას და მოვლენების ადეკვატურ შეფასებას ელოდა".
XS
SM
MD
LG