Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთის სოფელ ცენტოროიში ჩეჩნეთის პრეზიდენტი


ჩეჩნეთის სოფელ ცენტოროიში ჩეჩნეთის პრეზიდენტი ახმად კადიროვი დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიაში რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა.

ჩეჩნეთის სოფელ ცენტოროიში ჩეჩნეთის პრეზიდენტი ახმად კადიროვი დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიაში რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა.
ჩეჩნეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა სერგეი აბრამოვმა ახმად კადიროვის ვაჟი - რამზანი რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის პირველ მოადგილედ დანიშნა. ყოფილი მუსულმანი სასულიერო პირისა და ჩეჩენი სეპარატისტის, ბოლო დროს მოკოვის მომხრე ახმად კადიროვის დაკრძალვაზე სერგეი აბრამოვმა განაცხადა: [აბრამოვის ხმა] "გუშინწინ ღამით ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, თუ როგორ ავაშენებდით ქალაქებს, როგორ აღვადგენდით თქვენთან ერთად ეკონომიკას და ხელს შევუწყობდით მშვიდობიან ცხოვრებას. შემიძლია ერთის თქმა, რომ ახმად კადიროვს ყველა თქვენგანის დიდი იმედი ჰქონდა". აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია. შეგახსენებთ, 9 მაისს გროზნოს სტადიონზე მომხდარი აფეთქების მსხვერპლი კადიროვის გარდა კიდევ 5 ადამიანი გახდა. დაიჭრა სამოცამდე ადმიანი, მათ შორის - რუსეთის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების მეთაური ვალერი ბარანოვი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელშიც გმობს 9 მაისს გროზნოს სტადიონზე მომხდარს და მას "ბარბაროსულ ტერორისტულ აქტს უწოდებს". განცხადებაში ნათქვამია: "საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ყველა სახის ტერორისტულ აქტს, რომელიც საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ ფასეულობებსა და სტაბილურობას მსოფლიოში. საქართველოს ხელისუფლება თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს და ადასტურებს სოლიდარობას უნივერსალური ბოროტების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლაში".
XS
SM
MD
LG