Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონში, აშშ-ის სენატის შეარაღებულ ძალთა


ვაშინგტონში, აშშ-ის სენატის შეარაღებულ ძალთა კომისიაში გაიმართა მოსმენები ერაყის სამხედრო ციხეებში მდგომარეობის

ვაშინგტონში, აშშ-ის სენატის შეარაღებულ ძალთა კომისიაში გაიმართა მოსმენები ერაყის სამხედრო ციხეებში მდგომარეობის
გარშემო. მთავარი მომხსენებელი იყო ამერიკელი გენერალი ანტონიო ტეგუბა, რომელმაც წლის დასაწყისში წარადგინა არმიის შინა ანგარიში ბაღდადის ციხეში - აბუ ღრაიბში - ერაყელი პატიმრების აბუჩად აგდების და დამცირების თაობაზე. სკანდალი ამ თემაზე გვიან აგორდა. სენატის მოსმენებზე შეკითხვაზე, თუ რა იყო მომხარის მიზეზი, ტუგუბამ შემდეგი განაცხადა: [ტეგუბას ხმა] "ხელმძღვანელობის - ბრიადის მეთაურიდან ქვემოთ- არაკომპეტენტურობა, არასაკმარისი დისციპლინა, მოუმზადებლობა და კონტროლის არ-ქონა გახდა მიზეზი პატიმრების აბუჩად აგდებისა აბუ ღრაიბის ციხეში. უკონტროლობას საზღვარი აქ ჰქონდა". გენერალ ტეგუბას თანახმად, პატიმრები სხვდასხვა ციხეებში გადაჰყავდათ, წითელი ჯვრის მიერ კვლევა თავიდან რომ აეცილებინათ. ტეგუბასვე თქმით, არ აღმოჩენილა არც ერთი ბრძანება, რომელიც ჯარისკაცებს აიძულებდა ის გაეკეთებინთ, რაც ქნეს.
XS
SM
MD
LG