Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ქალაქ ნაჯაფის ახლად დანიშნულმა


ერაყის ქალაქ ნაჯაფის ახლად დანიშნულმა გამგებელმა განაცხადა, რომ შიიტი რადიკალური სასულიერო პირის მოყტადა სადრის მიმართ

ერაყის ქალაქ ნაჯაფის ახლად დანიშნულმა გამგებელმა განაცხადა, რომ შიიტი რადიკალური სასულიერო პირის მოყტადა სადრის მიმართ
მკვლელობის ბრალდების წაყენება შესაძლებელი გახდება 30 ივნისის შემდეგისთვის გადაიტანონ, თუკი სადრი ქალაქიდან თავის შეიარაღებულ მომხრეებს გაიყვანს. 30 ივნისს ძალაუფლება ერაყის გარდმავალ მთავრობას უნდა გადაეცეს. გამგებელმა ადნან ზურუფიმ ივარაუდა, რომ ერაყის ახლანდელი აშშ-ის მეთაურობით მოქმედი ადმინისტრაცია დათანხმდება გადადოს საქმის განხილვა, თუკი სადრი თავის მეჰდის სახელით ცნობილ რაზმს გაიყვანს ნაჯაფიდან და ერაყის პოლიციას მისცემს საშუალებას პროვინციაში უშიშროება უზრუნველყოს.
[ზურუფის ხმა] "თუ ჩემი შეხვედრა მოყტადა სადრთან ნაჯაფს და მის ხალხს წაადგება, მაშინ შევხვდები კიდეც და ვეტყვი, რომ კრიზისის მშვიდობიანი მოვგარება და შეიარაღებული რაზმების დაშლა გვსურს". სადრს აშშ-ის არმია დაპატიმრებას უპირებს შარშან სასულიერო პირის მოკვლის ბრალდებით. დღეს ნაჯაფში ასობით ადამინი გავიდა ქუჩაში და ქალაქიდან სადრისგან მისი ხალხის გასვლას მოითხოვდა.
XS
SM
MD
LG