Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღაზის სექტორში ისრაელის არმიის მიერ


ღაზის სექტორში ისრაელის არმიის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაიღუპა 5 პალესტინელი მეომარი. დაახლოებით 20 ადამიანი დაიჭრა.

ღაზის სექტორში ისრაელის არმიის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაიღუპა 5 პალესტინელი მეომარი. დაახლოებით 20 ადამიანი დაიჭრა.
ოპერაცია ტანკებისა და ვერტმფრენების მხარდაჭერით მიმდინარეობს ქალაქ ღაზასა და დასახლებულ პუნქტ ზეითუნში. ჯარები ეძებენ ექვსი ისრაელი ჯარისკაცის გვამებს, რომლებიც სამშაბათს დაიღუპნენ ჯავშანტრანსპორტიორის აფეთქების შედეგად. "ჰამასის" მეომრებმა განაცხადეს, რომ გვამებს ისრაელს გადასცემენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი განთავისუფლებულ იქნებიან პალესტინელი პატიმრები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა თქვა, რომ ჯარები ღაზის სექტორში დარჩებიან მანამდე, სანამ არ იპოვიან დაღუპულებს. დღეს ისრაელის ჯარები შევიდნენ ღაზის სექტორში მდებარე ლტოლვილთა ბანაკ რაფაში მას მერე, რაც რეგიონში ისრაელის სამხედრო მანქანა აფეთქდა და სულ ცოტა ხუთი ჯარისკაცი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG