Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა


დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა დღეს დაგმო ერაყში ამერიკელი მძევლისთვის თავის მოკვეთის ფაქტი.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა დღეს დაგმო ერაყში ამერიკელი მძევლისთვის თავის მოკვეთის ფაქტი.
ბლერმა მკვლელობას "ბარბაროსობა" უწოდა და თქვა, რომ ასეთი აქტები გაუმართლებელია "ცივილიზებულ სამყაროში". ავტრალის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდერ დაუნერმაც დაგმო სიკვდილით დასჯა. მანამდე ერთ-ერთ ვებსაიტზე, რომელსაც "ალ-ყაიდასთან" აქვს კავშირი, გამოიფინა ვიდეომასალა, რომელზეც აღბეჭდილია ისლამისტი მებრძოლი, რომელიც თავს კვეთს მამაკაცს. ეს უკანასკნელი საკუთარ თავს ნიკ ბერგს უწოდებს. ვიდეფირზე აღბეჭდილი ერთ-ერთი ნიღბიანი მებრძოლი ამბობს, რომ ბერგი მოკლულ იქნა ამერიკელი სამხედროების მიერ ერაყში, აბუ ღრაიბის ციხეში, ერაყელი პატიმრების წამებისთვის შურის საძიებლად.
XS
SM
MD
LG