Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების სენატორებს დღეს შესაძლებლობა


შეერთებული შტატების სენატორებს დღეს შესაძლებლობა აქვთ, ნახონ მეტი ფოტოსურათი, რომლებიც ასახავს ამერიკელი სამხედროების მიერ ერაყელი ტყვეების შეურაცხყოფას.

შეერთებული შტატების სენატორებს დღეს შესაძლებლობა აქვთ, ნახონ მეტი ფოტოსურათი, რომლებიც ასახავს ამერიკელი სამხედროების მიერ ერაყელი ტყვეების შეურაცხყოფას.
ფოტოები არ გამოქვეყნდება, ვინაიდან თავდაცვის სამინისტრომ გამოთქვა შიში, რომ ამან შეიძლება გააძლიეროს შეურაცხყოფის ფაქტებთან დაკავშირებული საერთაშორისო აღშფოთება. სენატორები სურათებს სამი საათის განმავლობაში დაათვალიერებენ კაპიტოლიუმზე, დახურულ კარს მიღმა. გუშინ სენატის შეიარაღების კომიტეტის წინაშე წარდგნენ სამხედრო ოფიცრები, რომლებმაც გამოიძიეს ერაყში, აბუ ღრაიბის ციხეში მომხდარი დარღვევები.
XS
SM
MD
LG