Accessibility links

logo-print

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დღეს იმედი


საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დღეს იმედი გამოთქვა, რომ აგვისტოში ათენში ოლიმპიური თამაშები წარმატებით და დროულად ჩატარდება.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დღეს იმედი გამოთქვა, რომ აგვისტოში ათენში ოლიმპიური თამაშები წარმატებით და დროულად ჩატარდება.
კომიტეტმა განცხადება გამოაქვეყნა თავის წარმომადგენელთა სამდღიანი ვიზიტის შემდეგ ათენში. მათი თქმით, თამაშებისთვის განკუთვნილი ჯერ კიდევ მშენებარე ობიექტები დროულად ჩადგება მწყობრში. როგორც მოსალოდნელია, საბერძნეთის დედაქალაქი უმასპინძლებს 16 ათას ათლეტს მთელი მსოფლიოდან, 45 ათას მოხალისეს და 20 ათას ჟურნალისტს, აგრეთვე ოლიმპიური თამაშების მილიონობით მაყურებელს. ამ დღეებში გამოითქვა შიში, რომ თამაშებისთვის მზადება ჩამორჩება განრიგს.
XS
SM
MD
LG