Accessibility links

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ბარამიძე


შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ბარამიძე აღშფოთებას გამოხატავს

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ბარამიძე აღშფოთებას გამოხატავს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციის გამო აჭარაში ავტონომიის ყოფილი მეთაურის ასლან აბაშიძის ჩინოვნიკების მიმართ მიმდინარე სამძებრო-ოპერატიულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომლებსაც, როგორც რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, აპატიმრებენ ცენტრალური ხელისუფლების მიმართ არალოიალურობის მოტივით. როგორც გიორგი ბარამიძემ ბათუმში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მთელმა მსოფლიომ იცის, რომ "ასლან აბაშიძე კრიმინალური მაფიოზია, რომელიც ევროპულ სივრცეში მოქმედებდა". ასლან აბაშიძემ ათობით მილიონი დოლარი დააგროვა, რა თქმა უნდა, არა ხელფასის ხარჯზე, არამედ ძარცვის გზით, რომელსაც იგი აჭარის მოსახლეობისა და მთელი საქართველოს მიმართ ახორციელებდა, თქვა შს მინისტრმა.
XS
SM
MD
LG