Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ბერძნულ ყოველკვირეულ "პონტიკში" დაიბეჭდა


დღეს ბერძნულ ყოველკვირეულ "პონტიკში" დაიბეჭდა მუქარის წერილი, რომლის ავტორები საბერძნეთში ოლიმპიადაზე დასასწრებად

დღეს ბერძნულ ყოველკვირეულ "პონტიკში" დაიბეჭდა მუქარის წერილი, რომლის ავტორები საბერძნეთში ოლიმპიადაზე დასასწრებად


ჩამსვლელ ტურისტებსა და სპორტსმენებს ანგარიშსწორებით ემუქრებიან. ჯგუფის სახელწოდებაა"რევოლუციური ბრძოლა".
წერილის მიხედვით, სწორედ ეს ჯგუფია პასუხისმგებელი გასულ კვირაში ათენის პოლიციის განყოფილებაზე მომხდარ აფეთქებაში.
როგორც საბერძნეთის მთავრობის პრესსამსახურის წარმომადგენელი თეოდოროს როუსოპოლოუსი განმარტავს, "რევოლუციური ბრძოლის" მუქარას ოფიციალური სტრუქტურები სერიოზულად ეკიდებიან, თუმცა მას განსაკუთრებულ საფრთხედ არ აღიქვამენ.
მიმდინარე კვირაში გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ათენის ოლიმპიადას 70 000 უშიშროების თანამშრომელი დაიცავს.
დღესვე ათენის მახლობლად, ბრიტანული ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. ამ შემთხვევიდან რამდენიმე საათის შემდეგ კი ბერძნულ ბანკთან გაზის კონტეინერი აფეთქდა. მსხვერპლი არ არის.
XS
SM
MD
LG