Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში მაღალ შეფასებას აძლევს აშშ-ს ახალი დახმარების პროგრამაში -

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში მაღალ შეფასებას აძლევს აშშ-ს ახალი დახმარების პროგრამაში -
"ათასწლეულის გამოწვევის ანგარიში" შესული 16 სახელმწიფოს მთავრობათა საქმიანობას პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარების თვალსაზრისით.
ამის შესახებ ჯორჯ ბუშმა ვაშინგტონში, თეთრ სახლში, აღნიშნულ პროგრამაში მოხვედრილი 16 სახელმწიფოს ელჩებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. საქართველოს ამ შეხვედრაზე წარმოადგენდა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში ლევან მიქელაძე.
როგორც პრაიმ-ნიუსს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე ჯორჯ ბუშმა აღნიშნა, რომ საქართველოს ახალმა მთავრობამ გააორმაგა ჯანმრთელობის სფეროს დაფინანსება და ორი მესამედით გაზარდა მასწავლებელთა ხელფასები.
პრეზიდენტის თქმით, 16 შერჩეული ქვეყანა, რომლებიც რეფორმების გზაზე დგანან და ეროვნული სიმდიდრის შექმნასა და სტაბილურობას უწყობენ ხელს, წარმოადგენენ მაგალითს განვითარებადი ქვეყნებისთვის
შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი, ფინანსთა მინისტრი ჯონ სნოუ, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი კონდოლიზა რაისი, ათასწლეულის დახმარების კონსორციუმის აღმასრულებელი დირექტორი პოლ ეპელგარტი.


XS
SM
MD
LG