Accessibility links

აჭარის ავტონომიის დროებითმა საპრეზიდენტო საბჭომ


აჭარის ავტონომიის დროებითმა საპრეზიდენტო საბჭომ ხუთშაბათს გამართულ სხდომაზე აჭარის უმაღლესი წარმომადგენლობითი

აჭარის ავტონომიის დროებითმა საპრეზიდენტო საბჭომ ხუთშაბათს გამართულ სხდომაზე აჭარის უმაღლესი წარმომადგენლობითი
ორგანოს ვადამდელი არჩევნების 20 ივნისს ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც პრაიმ-ნიუსს დროებითი საბჭოს საკონსტიტუციო რეფორმების კომისიის წევრმა კახა მიქელაძემ განუცხადა, აჭარის პარლამენტში 30 დეპუტატი იქნება არჩეული. ამასთან, მისი ინფორმაციით, საკონსტიტუციო რეფორმების კომისია 2 დღეში წარუდგენს საარჩევნო კანონს დროებით საბჭოს დასამტკიცებლად.
მიქელაძის განცხადებით, საარჩევნო კამპანია პოლიტიკურ ძალებს თითქმის ჩატარებული აქვთ აჭარის ავტონომიის ყოფილი მეთაურის ასლან აბაშიძის წინააღმდეგ ბრძოლისას. ის ძალა კი, რომელიც ალტერნატივის სახით უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი ,,დემოკრატიული აღორძინების კავშირის" სახით, დაშლილია.

XS
SM
MD
LG