Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი


დღეს შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი მოულოდნელად ჩავიდა ბაღდადში და სკანდალურ აბუ

დღეს შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი მოულოდნელად ჩავიდა ბაღდადში და სკანდალურ აბუ

ღრაიბის ციხეში მივიდა.

[რამსფელდის ხმა]"ჩვენ ვისარგებლებთ შემთხვევით, რომ შევხვდეთ იმ ხალხს,რომლებთაც შეხება ჰქონდათ პატიმრებთან დაკავშირებულ ოპერაციასთან. მოვუსმინოთ მათ და მივცეთ აზრის გამოთქმის საშაუალება."

თქვენ უსმენდით შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრს დონალდ რამსფელდს. იგი შეხვდა და ესაუბრა ასევე ამერიკელ ჯარისკაცებს. მინისტრმა გამოთქვა იმედი, რომ გაეროს უშიშროების საბჭო უახლოეს ხანში მიიღებს რეზოლუციას, რომელიც შეერთებული შტატებისა და ერაყის დროებითი მთავრობისათვის შემდგომი საერთაშორისო დახმარების საფუძველი გახდება. შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა აბუ ღრაიბის ციხეში მომხდართან დაკავშირებით განაცხადა, რომ სკანდალი ამერიკის მისიას ერაყში ვერ შეაჩერებს.

დღესვე პენტაგონის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ შეერთებულ შტატებს მომავალ წელს ერაყში ომის საწარმოებლად 50 000 დოლარი დასჭირდებათ.
გასულ კვირაში პრეზიდენტმა ბუშმა თქვა, რომ კონგრესს მომავალ ფისკალურ წელს, რომელიც 1 ოქტომბრიდან იწყება, 25 მილიონი დოლარის გამოყოფას მოსთხოვს. პენტაგონი კი დამატებით 25 მილიონი დოლარის მოთხოვნას გეგმავს.
XS
SM
MD
LG