Accessibility links

logo-print

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ატალ ბიჰარი ვაჯპაიმ


ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ატალ ბიჰარი ვაჯპაიმ დღეს თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც გაირკვა, რომ საპარლამენტო

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ატალ ბიჰარი ვაჯპაიმ დღეს თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც გაირკვა, რომ საპარლამენტო
არჩევნებში მმართველი ნაციონალისტური პარტია დამარცხდა. გაიმარჯვა კონგრესის პარტიამ, რომელსაც სათავეში სონია განდი უდგას. სონია განდი იტალიაშია დაბადებული. იგი ინდოეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, რაჯივ განდის მეუღლეა. შესაძლოა სწორედ იგი გახდეს ინდოეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი. გადაწყვეტილების შესახებ ხვალ იქნება ცნობილი.
ვაჯპაიმ საპარლამენტო არჩევნები ინდოეთში ექვსი თვით ადრე დანიშნა. იგი იმედოვნებდა, რომ მისი პარტია ქვეყნის მმართველობაში კიდევ ხუთი წლით გაიხანგრძლივებდა ვადას.
დღეს არჩევნებში გამარჯვებული კონგრესის პარტიის ლიდერმა სონია განდიმ განაცხადა, რომ ინდოეთ-პაკისტანს შორის დიალოგი გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG