Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღაზის სექტორში, ქალაქ რაფაჰის მახლობლად


ღაზის სექტორში, ქალაქ რაფაჰის მახლობლად, ჯავშანმანქანის აფეთქების შედეგად, დაიღუპა ორი და დაშავდა რამდენიმე

ღაზის სექტორში, ქალაქ რაფაჰის მახლობლად, ჯავშანმანქანის აფეთქების შედეგად, დაიღუპა ორი და დაშავდა რამდენიმე
ისრაელი სამხედრო მოსამსახურე. დღეს ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში ასობით სახლის დანგრევა დაიწყო. ოპერაციის მიზანია, გაფართოებულ იქნეს უსაფრთხოების ზონა ეგვიპტესა და დასახლებულ პუნქტ რაფაჰს შორის საზღვრის გაყოლებაზე. ისრაელის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, მოშე იაალონმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა: [მოშე იაალონის ხმა] "პალესტინელებმა დატოვეს ეს შენობები, რომლებსაც იყენებდნენ ერთგვარ ფარებად მიწისქვეშა გვირაბების გასათხრელად და მათი მეშვეობით კონდრაბანდული იარაღის გადასაზიდად. ასეთი სახლები უწინაც არაერთხელ დაგვინგრევია, და ამის გაკეთება, როგორც ჩანს, მომავალშიც მოგვიწევს." ისრაელს განზრახული აქვს, სახლები სხვა რაიონში ააშენოს და დანგრეული სახლების მცხოვრებნი იქ გადაიყვანოს. პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელებმა ამ გეგმას "კატასტროფა" უწოდეს. ისრაელის გადაწყვეტილება დაგმო გაეროს ახლო აღმოსავლეთის უწყებამაც, რომელიც პალესტინელ ლტოლვილებს ეხმარება.
XS
SM
MD
LG