Accessibility links

logo-print

ერაყის ქალაქ ნაჯაფში დღეს ცხარე


ერაყის ქალაქ ნაჯაფში დღეს ცხარე შეტაკებები გაიმართა აშშ-ის შეიარაღებულ შენაერთებსა და რადიკალი სასულიერო პირის,

ერაყის ქალაქ ნაჯაფში დღეს ცხარე შეტაკებები გაიმართა აშშ-ის შეიარაღებულ შენაერთებსა და რადიკალი სასულიერო პირის,
მოყტადა სადრის მომხრეთა რაზმებს შორის. მიღებული ცნობების თანახმად, ამერიკელთა ტანკები შევიდნენ ნაჯაფის სასაფლაოს ტერიტორიაზე, სადაც მეამბოხეები იყვნენ გამაგრებული. ბრძოლებში შეერთებული შტატების სამხედრო შვეულმფრენებიც მონაწილეობდნენ. შეტაკებები გრძელდებოდა მაჰმადიანთა კიდევ ერთ წმიდა ქალაქში - ქარბალაში. შეერთებული შტატების სამხედრო თვითმფრინავებიდან ყრიან პროკლამაციებს, რომლებშიც მოყტადა სადრის მისამართით გამოთქმულია მოწოდება, დაშალოს მეამბოხეთა არმია და ხელისუფლებას ჩაბარდეს. პასუხად სადრმა დაწყევლა აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი, და მათ "ტირანიის დემონები" უწოდა. დღესვე ერაყის დროებითი სამოქალაქო ადმინისტრაციის ამერიკელმა ხელმძღვანელმა პოლ ბრემერმა განაცხადა, რომ თუ ერაყის მომავალი ხელისუფლება ამერიკელებს ქვეყნის დატოვებას სთხოვს, ვაშინგტონი ამ თხოვნას შეასრულებს. [პოლ ბრემერის ხმა] "ჩვენ არ ვჩერდებით იმ ქვეყნებში, სადაც არ ვუნდივართ. თუ დროებითი მთავრობა წასვლას გვთხოვს, წავალთ კიდეც. არ დავრჩებით იქ, სადაც არ ვუნდივართ."
XS
SM
MD
LG