Accessibility links

კუბის პრეზიდენტი ფიდელ კასტრო გუშინ


კუბის პრეზიდენტი ფიდელ კასტრო გუშინ გაუძღვა ათიათასობით კუბელის საპროტესტო მარშს,

კუბის პრეზიდენტი ფიდელ კასტრო გუშინ გაუძღვა ათიათასობით კუბელის საპროტესტო მარშს,
რომელმაც ჰავანაში აშშ-ის დიპლომატიურ მისიასთან ჩაიარა. პროტესტი მიმართული იყო ზომების წინააღმდეგ, რომლებიც კუბის ემბარგოს გამკაცრებას ითვალისწინებს. კასტრომ თქვა, რომ თვითონაც იბრძოლებს, თუ შეერთებული შტატები კუბაში შეიჭრება. მანვე შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს "უკანონო ლიდერი" უწოდა. [კასტროს ხმა] "მარტო იმაზე მწყდება გული, რომ შენს სახეს ვერ დავინახავ, რადგან აქედან ათასობით კილომეტრით იქნები მოშორებული მაშინ, როცა მე ფრონტზე ვიდგები - მზად, დავიცვა ჩემი სამშობლო". გასულ კვირაში ბუშმა მოიწონა ზომები, რომლებიც ამკაცრებს კუბის წინააღმდეგ 44 წელი მოქმედ ემბარგოს. მათ შორის არის ზომა, რომლის შესაბამისად აშშ-ში დასახლებულ კუბელებს ეკრძალებათ კუბაში მყოფი ნათესავებისათვის ფულის გადარიცხვა.
XS
SM
MD
LG