Accessibility links

logo-print

რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი გერმან


რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი გერმან გრეფი დღეს გროზნოში ჩავიდა.

რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი გერმან გრეფი დღეს გროზნოში ჩავიდა.
მისი განცხადებით, საჭიროა ამა წლის 1 ივნისამდე შეწყდეს ჩეჩნეთში რეკონსტრუქციის პროგრამების დაფინანსება. გრეფის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმის გამო, რომ ფედერალური ფონდიდან გამოყოფილი ფული ყოველთვის ეფექტიანად არ იხარჯებოდა და საჭიროა ხარჯების გადასინჯვა. გროზნოში მინისტრის ვიზიტის მიზანია რეკონსტრუქციასთან დაკავშირებული საჭიროებების შესწავლა. საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტის" ცნობით, გრეფმა თქვა, რომ მიზნად ისახავს 3-წლიანი პროგრამის ჩამოყალიბებას ჩეჩნეთში ეკონომიკური და სოციალური სფეროების აღსადგენად და კერძო ინვესტიციების მისაზიდად.
XS
SM
MD
LG