Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სონია განდიმ, რომელიც, სავარაუდოდ, ინდოეთის


სონია განდიმ, რომელიც, სავარაუდოდ, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი გახდება, დღეს პირობა დადო,

სონია განდიმ, რომელიც, სავარაუდოდ, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი გახდება, დღეს პირობა დადო,
რომ იზრუნებს ეკონომიკურ ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნაზე.
განდის "კონგრესის პარტიამ", რომელმაც საპარლამენტო არჩევნებში მოულოდნელი გამარჯვება მოიპოვა, დღეს სონია განდი დაასახელა თავის საპარლამენტო ლიდერად, რითაც ფაქტობრივად, პრემიერ-მინისტრად აირჩია. პარლამენტისადმი მიმართვაში განდიმ აღნიშნა, რომ მისი მთავრობა იზრუნებს გლეხების, მუშების, ახალგაზრდებისა და ქალების კეთილდღეობაზე. [სონია განდის ხმა] "მოდით, ვიზეიმოთ ეს გამარჯვება, როგორც სასიხარულო შანსი, მოვახდინოთ ცვლილებები, რომლებიც გააუმჯობესებს ჩვენი ძმებისა და დების ცხოვრებას მთელს ქვეყანაშიო", თქვა სონია განდიმ. ის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, რაჯივ განდის ქვრივია. რაჯივ განდი მოკლეს, ისევე როგორც მოკლეს რაჯივ განდის დედა, ასევე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ინდირა განდი. მოსალოდნელია, რომ ახალი სამთავრობო კოალიცია ინდოეთში მომავალ კვირაში შეუდგება მუშაობას.
XS
SM
MD
LG