Accessibility links

logo-print

ერაყში ამერიკული ჯარების სარდალმა აკრძალა


ერაყში ამერიკული ჯარების სარდალმა აკრძალა დაკითხვის თითქმის ყველა მეთოდი, რომელიც იძულების რაიმე ფორმას იყენებს.

ერაყში ამერიკული ჯარების სარდალმა აკრძალა დაკითხვის თითქმის ყველა მეთოდი, რომელიც იძულების რაიმე ფორმას იყენებს.
ეს აკრძალვა მოჰყვა ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების მიერ ერაყელი ტყვეების წვალებით გამოწვეულ სკანდალს. აკრძალულ მეთოდებს შორისაა ტყვეების უძილოდ დატოვება, დიდი ხნით ჩაცუცქვა, ძაღლებით მუქარა. მასმედიაში გავცრელებული ინფორმაციით, ამერიკელი ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ გენერალ-ლეიტენანტმა რიკარდო სანჩესმა ჯერ კიდევ უნდა განიხილოს საკითხი, დაშვებული იქნება თუ არა ტყვეების განმარტოებით, იზოლაციაში ყოფნა 30 დღეზე ხანგრძლივი ვადით. ამ ინფორმაციამდე გავრცელდა ცნობა, რომ კიდევ ერთ ამერიკელ ჯარისკაცს წაუყენეს ბრალდება "აბუ ღრაიბის" ციხეში პატიმრების წვალებაში ეჭვმიტანის საფუძველზე. დღეისთვის ბრალდებები აქვს წაყენებული 7 ამერიკელ სამხედრო პირს. გუშინ "აბუ ღრაიბის" ციხიდან 300 ერაყელი ტყვე გაათავისუფლეს. რამდენიმემ უთხრა ჟურნალისტებს, რომ მას ამერიკელი მცველები აწვალებდნენ, და ამცირებდნენ.
XS
SM
MD
LG