Accessibility links

logo-print

ერაყში აშშ-ისა და მისი მოკავშირეების


ერაყში აშშ-ისა და მისი მოკავშირეების კოალიციის სარდლის, ამერიკელ გენერალ რიკარდო სანჩესის განცხადებით,

ერაყში აშშ-ისა და მისი მოკავშირეების კოალიციის სარდლის, ამერიკელ გენერალ რიკარდო სანჩესის განცხადებით,
რადიკალი შიიტი სასულიერო პირის, მუყტადა ალ-სადრის შეიარაღებული მომხრეების ამბოხებას ბოლო უნდა მოეღოს, თან საკმაოდ მალე. ამ განცხადების ფონია დღევანდელი ბრძოლები ერაყის სამხრეთ რეგიონებსა და ბაღდადის იმ ნაწილში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას შიიტები შეადგენენ. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმა გასული დღე-ღამის მანძილზე ბრძოლებში 21 მეამბოხე მოკლეს, უმეტესობა ბაღდადის შიიტურ უბანში. იუწყებიან ასევე, რომ განვლილი დღის მანძილზე შეტაკებებმა და ავარიებმა 5 ამერიკელი სამხედრო პირის სიცოცხლე შეიწირა. ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ მოსულში კი მეამბოხეებმა ჭურვები დაუშინეს ერაყის არმიაში გასაწვევ უწყებას და მოკლეს 4 ადამიანი.
XS
SM
MD
LG