Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მდგომარეობაშია საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების სისტემა?


საქართველოს ხელისუფლებამ უკვე გამოაცხადა სურვილი გახდეს როგორც ევროკავშირის ასევე ნატოს წევრი ქვეყანა. ამ საერთაშორისო ორგანიზაციებში შესვლამდე საქართველომ უამრავი რეფორმა უნდა განახორციელოს

და მრავალი პრობლემა დაძლიოს, რათა ნატოს და ევროკავშირის წევრისთვის საჭირო განვითარების დონეს მიაღწიოს. ამ მიზნის მისაღწევად კი ერთერთი მთავარი ამოცანა ეკონომიკური უსაფრთხოების სისტემის შექმნა და განვითარებაა. როგორც უცხოელი ექსპერტები ირწმუნებიან ამ მხრივ საქართველომ საგრძნობ წარმატებებს მიაღწია. გესაუბრებათ კახა მჭედლიძე.

[ბაზრობის ხმა] 12 წმ

ღია ცის ქვეშ საკვები პროდუქტებით, ტანსაცმელითა თუ ელექტროტექნიკით ვაჭრობა ჩვენებურად "ბაზრობა" ქართული ეკონომიკის მდგომარეობის თვალსაჩინოებას წარმოადგენს. ისევე როგორც ბაზრობაა არასტაბილური, აქ აღებ-მიცემობის მგლური კანონი მოქმედებს, არამდგრადია საქართველოს ეკონომიკაც. იგი უამრვა ფაქტორებზე, ამინდზეც კი მგრძნობიარედაა დამოკიდებული ისევე როგორც მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე ეკონომიკური თუ პოლიტიკურ პროცესებზე. ასეთი არასტაბილური ეკონომიკა იმის მაჩვენებელია რომ საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების სისტემა ჯერ კიდევ არ არსებობს.

არადა ეკონომიკური უსაფრთხოების გაუმჯობესება ევროსტრუქტურებში და ნატოში გაწევრიანების ერთერთ მთავარ წინაპირობას წარმოადგენს. პოლიტოლოგ ვახტანგ მაისაიას თქმით საქართველომ ნატოს უკვე გადასცა ინდივიდუალური პარტნიორობის გეგმა რომელის განხორციელებისას ეკონომიკური უსაფრთხოების დონეს მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა.

[ვახტანგ მაისაიას ხმა] "IPAP-ში არის ასევე გამოკვეთილი ეკონომიკური მაჩვენებლების მნიშვნელობა და განსაკუთრებით როდესაც ჩვენ გადავალთ გაწევრიანების სამოქმედო გეგმის შესრულების დონეზე უკვე იქ ეკონომიკური ფაქტორი გამოყოფილია როგორც ცალკე მნიშვნელოვანი ელემენტი აი ამ გეგმის შესრულებისათვის."

ჯერჯერობით საქართველოს ხელისუფლება ეკონომიკური უსაფრთხოების გაუმჯობესებას ნაკლებ ყურადღებას უთმობს. ამის თქმის საფუძველს ის იძლევა, რომ არცერთ სახელმწიფო სტრუქტურას ზერელედაც კი არ აქვს მოფიქრებული თუ როგორ უნდა მოხერხდეს ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების სიტემის შექმნა. ქართველებს ამ საკითხის გადაჭრაშიც კი უცხოელი ექსპერტები და თავად ნატოს წარმომადგენლები ეხმარებიან.

[ისმის კონფერენციის მსვლელობის ხმა]

ეს კონფერენცია თბილისში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ინიციატივით 11-12 მაისს ჩატარდა და კავკასიის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ეკონომიკურ ასპექტებს მიეძღვნა. ნატოს ეკონომიკური დირექტორატის ეგიდით მსგავსი კონფერენცია თბილისში პირველად 2000 წელს გაიმართა და მომდევნო წლებში მას სომხეთი და აზერბაიჯანიც მასპინძლობდა. მე ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწეს პოლიტიკური ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში პატრიკ არდუას ვკითხე თუ რის გაკეთებას ურჩევდა საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების დნის ასამაღლებლად.

[პატრიკ არდუას ხმა] "ორ საკითხს გამოვყოფდი. პირველი, უნდა მოხდეს სტრუქტურული რეფორმების განხორციელება. უნდა გაგრძელდეს კორუფციასთან ბრძოლა და მოხდეს ხელისუფლების მართვის ორგანოების ეფექტურობის გაუმჯობესება. მეორე, უნდა გაიზარდოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სისტემის ხარჯები და მასზე დამყარდეს სამოქალაქო-დემოკრატიული კონტროლი."

ამ მიმართულებით საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი, რადგან ტავდაცვითი ხარჯების ზრდის ნაცვლად ის 2004 წლის ბიუჯეტში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობასთან შედარებით შემცირებულია. თავდაცვის სისტემაში ჯერ კიდევ არ მოუმზადებელია სამოქალაქო კონტროლისათვის და ასე შემდეგ.

[ვახტანგ მაისაიას ხმა] "ნატო როგორც სპეციფიკურ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსს გარკვეულწილად ყურადღებას ამახვილებს თავდაცვითი ხარჯების ტენდენციებზე. ანუ როგორ სრულება სამხედრო რეფორმები და რა ეკონომიკურ საფუძველი გააჩნია ამ რეფორმებს. რათა ამ ქვეყნებმა მიაღწიონ იმ დონეს რომელიც მოეთხოვება გაწევრიანების მსურველ სახელმწიფოს რათა ეკონომიკურად დააკმაყოფილოს ის მოთხოვნები რომელიც წამოყენებულია ალიანსის მიერ."

ვახტანგ მაისაიას თქმით ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს შესასვლელად უსაფრთხოების სისტემის დაფინანსება მთლიანი შიდა ეროვნული პროდუქტის 2-3 პროცენტს მაინც უნდა აღწევდეს. ასეთი ხარჯების გასაწევად კი საქართველოში ეკონომიკის სტაბილური განვითარების უზრუნველყოფაა საჭირო.
XS
SM
MD
LG