Accessibility links

logo-print

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა ბოდიში მოუხადა ერაყელ ტყვეებს,

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა ბოდიში მოუხადა ერაყელ ტყვეებს,
რომლებიც ამერიკელი ჯარისკაცებისა და ზედამხედველების დამცირებისა და შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდნენ. იორდანიაში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, პაუელმა აღნიშნა, რომ იგი უერთდება პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის რამდენიმე დღის წინათ გამოთქმულ ბოდიშს. ამასობაში პენტაგონი კვლავინდებურად უარყოფს გავრცელებულ ცნობებს, თითქოს აშშ-ის თავდაცვის მინისტრს დონალდ რამსფელდს პირადად გაეცეს განკარგულება, ერაყში სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვების მიზნით, დაკავებულთა დაკითხვის არატრადიციული მეთოდებისთვის მიემართათ.
XS
SM
MD
LG