Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამთავრდა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის


დამთავრდა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი რუმინეთში.

დამთავრდა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი რუმინეთში.
სამშობლოში გამგზავრებამდე სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუმინეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც მიზნად დაისახა, ყოველმხრივ დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების საქმეში. რუმინეთის ეს განზრახვა დაადასტურა ამ ქვეყნის პრეზიდენტმა იონ ილიესკუმაც. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ აჭარის პრობლემის მოგვარებამ შესაძლებელი გახადა უფრო მჭიდრო კონტაქტების დამყარება ბათუმისა და კონსტანცის პორტებს შორის, აგრეთვე, შავი ზღვის აუზში თანამშრომლობის ფარგლებში საქართველო-რუმინეთის ურთიერთობის გაღრმავება. ვიზიტის მსვლელობაში მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას საერთაშორისო ტერორიზმისა და ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. დღესვე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ოფიციალური ვიზიტით ეწვია სტრასბურგს, სადაც მონაწილეობას მიიღებს ევროპის საბჭოს ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეთა შეხვედრაში.
XS
SM
MD
LG