Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა


ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ვალტერ შვიმერმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მას კონფლიქტი არ მოსვლია.

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ვალტერ შვიმერმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მას კონფლიქტი არ მოსვლია.
რადიოსადგურ "ეხო მოსკვისთვის" მიცემულ ინტერვიუში შვიმერმა აღნიშნა, რომ თბილისსა და ბათუმს შორის წარმოშობილ დაპირისპირებაში მას აჭარის ხელისუფლებისთვის მხარი არ დაუჭერია. "პირიქით, ევროსაბჭო ცდილობდა, ადამიანის უფლებები დაეცვა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, მათ შორის აჭარაშიცო", განაცხადა შვიმერმა. ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის თქმით, კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში კონსტრუქციული როლი შეასრულა რუსეთმა. შვიმერმა უარყო ინფორმაცია საქართველოდან ევროსაბჭოს წარმომადგენლის გაწვევის შესახებ. შეგახსენებთ: რამდენიმე დღის წინათ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვალტერ შვიმერი აჭარის მოვლენებისადმი გულგრილობაში, ხოლო მისი წარმომადგენელი პლამენ ნიკოლოვი მცდარი ინფორმაციების გავრცელებაში დაადანაშაულა. "ეხო მოსკვისთვის" მიცემულ ინტერვიუში შვიმერმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ თბილისსა და სოხუმს შორის ურთიერთობის მოგვარების საქმეში არავითარი წინსვლა არ შეინიშნება.
XS
SM
MD
LG