Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით


აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 6 მაისს განხორციელებული მშვიდობიანი რევოლუციის შემდეგ, რეგიონის მოსახლეობამ ხელისუფლებას დიდი რაოდენობით იარაღი ჩააბარა.

აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 6 მაისს განხორციელებული მშვიდობიანი რევოლუციის შემდეგ, რეგიონის მოსახლეობამ ხელისუფლებას დიდი რაოდენობით იარაღი ჩააბარა.
დღეს ვადა ამოეწურა აჭარის მოსახლეობისთვის იარაღის ნებაყოფლობით ჩასაბარებლად პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ მიცემულ ათდღიან ულტიმატუმს. აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრის დავით ღლონტის თქმით, ამ ხნის მანძილზე მოსახლეობამ ჩააბარა სამი ათასამდე ერთეული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 400-ზე მეტი ხელყუმბარა, 56 ნაღმსატყორცნი, სხვადასხვა სახის ასაფეთქებელი ნივთიერებები. ღლონტმა დასძინა, რომ ულტიმატუმის ვადის ამოწურვის მიუხედავად, მოსახლეობასთან მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები იარაღის ჩაბარების თაობაზე.
XS
SM
MD
LG