Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში მოკლეს ერაყის მმართველი საბჭოს


ბაღდადში მოკლეს ერაყის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე აბდულ ზაჰრა ოთმან მოჰამედი

ბაღდადში მოკლეს ერაყის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე აბდულ ზაჰრა ოთმან მოჰამედი
და მასთან ერთად კიდევ, სულ ცოტა, ცხრა ადამიანი. კოალიციის შეიარაღებული ძალების შტაბის მახლობლად მომხდარი აფეთქების შედეგად განადგურებულ იქნა სამი ავტომანქანა. აფეთქება მოაწყო თვითმკვლელმა, რომელიც ერთ-ერთ მანქანას მართავდა. მოჰამედი, რომელიც ეზედინ სალიმის სახელითაც იყო ცნობილი, ერაყის მმართველი საბჭოს მეორე წევრია, ვინც თავდასხმის მსხვერპლი გახდა. საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მისმა მემკვიდრემ ღაზი მაშალ აჯილ იავერმა მკაცრად დაგმო მოჰამედის მკვლელობა. [ღაზი მაშალ აჯილ იავერის ხმა] "ამ საზარელი ტერაქტით უდიდესი ზიანი მიადგა ჩვენს ხალხსა და მის მიზნებს, მაგრამ წამებულ ეზედინ სალიმის ძმები და ჩვენი ქვეყნის შვილები, ისევე, როგორც მმართველი საბჭო, არ გადაუხვევენ იმ გზას, რომელსაც სალიმმა მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა: გზას ჩვენი ხალხის თავისუფლებისა და ბედნიერებისკენ, გზას, რომელსაც დემოკრატიული, ფედერაციული და ერთიანი ერაყისკენ მივყავართ." მოჰამედის მკვლელობა მკაცრად დაგმო ერაყის დროებითი სამოქალაქო ადმინისტრაციის ამერიკელმა ხელმძღვანელმა პოლ ბრემერმაც, რომლის თქმით, აფეთქების მომწყობნი დამარცხებულ იქნებიან.
XS
SM
MD
LG