Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი იგორ


რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი იგორ ივანოვი, რომელიც დღეს მოულოდნელად ეწვია თბილისს,

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი იგორ ივანოვი, რომელიც დღეს მოულოდნელად ეწვია თბილისს,
სტუმრობის მიზნებზე ჯერჯერობით არაფერს ამბობს. კომენტარისგან თავს იკავებს საქართველოს მხარეც. როგორც სახელმწიფო კანცელარიიდან იუწყებიან, იგორ ივანოვი შეხვდა პრემიერ-მინისტრს ზურაბ ჟვანიას და უშიშროების საბჭოს მდივანს ივანე მერაბიშვილს. საღამოსთვის დაგეგმილია მისი შეხვედრა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან. უკანასკნელად იგორ ივანოვი საქართველოში, კერძოდ კი აჭარაში, 6 მაისს იმყოფებოდა, როცა აჭარის ყოფილი მეთაური ასლან აბაშიძე თანამდებობიდან გადადგომის აუცილებლობაში დაარწმუნა და მასთან ერთად მოსკოვში დაბრუნდა. ანალოგიური მისია იგორ ივანოვმა შარშან, 23 ნოემბერსაც შეასრულა - მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის გადადგომის დროს.
XS
SM
MD
LG