Accessibility links

logo-print

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი


შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი ბარამიძემ ხელოვნების მუზეუმს გადასცა მე-16 საუკუნის დიდი გერმანელი ხელოვანის ლუკას კრანახის ტილო

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი ბარამიძემ ხელოვნების მუზეუმს გადასცა მე-16 საუკუნის დიდი გერმანელი ხელოვანის ლუკას კრანახის ტილო
"მაჭანკლები" და ჰოლანდიელი მხატვრის იაკობ ვან რეისდალის "ჩანჩქერებიანი პეიზაჟი", რომლებსაც სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა რამდენიმე დღის წინათ მიაკვლიეს.
ეს ტილოები ათი წლის წინათ მოიპარეს შალვა ამირანაშვილის სახელობის სახელმწიფო მუზეუმიდან. ექსპერტთა შეფასებით, ლუკას კრანახის ნამუშევრის სააუქციონო ღირებულება 40 მილიონ დოლარს აღწევს. ხსენებული ორი ტილოს ამოღება და ეჭვმიტანილის დაკავება სამართალდამცავებმა გასულ სამშაბათს შეძლეს. კრანახისა და ვან რეისდალის ტილოებთან ერთად მოიპარეს მე-17 საუკუნის ფრანგი ფერმწერის ჟან ბატისტ შარდენის ნატურმორტიც, რომლის მიკვლევა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
XS
SM
MD
LG