Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელები მასობრივად ტოვებენ ღაზის სექტორის


პალესტინელები მასობრივად ტოვებენ ღაზის სექტორის ქალაქ რაფაჰს,

პალესტინელები მასობრივად ტოვებენ ღაზის სექტორის ქალაქ რაფაჰს,
სადაც ისრაელის არმია ფართომასშტაბიანი ოპერაციის ჩასატარებლად ემზადება. ოპერაცია, რომელიც ღაზის სექტორში პალესტინელთა კიდევ ასობით სახლის დანგრევას ითვალისწინებს, მიზნად ისახავს უსაფრთხოების ზონის გაფართოებას ეგვიპტესა და ქალაქ რაფაჰს შორის საზღვარზე. დღეს ბერლინში გაიმართა გერმანიის კანცლერის გერჰარდ შრიოდერის შეხვედრა პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტთან აჰმედ ყურეისთან. ამ შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ყურეიმ აღნიშნა, რომ ღაზის სექტორიდან ისრაელის ობიექტების გატანა მისასალმებელი ნაბიჯია, რადგან ის "გზამკვლევად" ცნობილი სამშვიდობო გეგმის ნაწილია. შრიოდერმა ისრაელს მოუწოდა, შეწყვიტოს ქალაქ რაფაჰში პალესტინელთა სახლების ნგრევა. ბერლინშივე აჰმედ ყურეი შეხვდა სახელმწიფო უშიშროების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს, კონდოლიზა რაისს და მოუწოდა მას, ხელი ააღებინოს ისრაელს პალესტინელთა სახლების ნგრევაზე.
XS
SM
MD
LG