Accessibility links

logo-print

ერაყის სამოქალაქო ადმინისტრაცის ხელმძღვანელმა პოლ


ერაყის სამოქალაქო ადმინისტრაცის ხელმძღვანელმა პოლ ბრემერმა თქვა, რომ ხელისუფლების გადაცემა აშშ-ის მიერ ერაყელთათვის

ერაყის სამოქალაქო ადმინისტრაცის ხელმძღვანელმა პოლ ბრემერმა თქვა, რომ ხელისუფლების გადაცემა აშშ-ის მიერ ერაყელთათვის



კვლავ ძალაშია მიუხედავად იმისა, რომ მართველი საბჭოს თავმჯდომარე იზადინ სალიმი გუშინ ბომბის აფეთქებას შეწირა. სალიმის დაკრძალვას დღეს ესწრებოდა გაეროს საგანგებო წარგზავნილი ერაყში ლახდარ ბრაჰიმიც:
[ბრაჰიმის ხმა]
"მან სიცოცხლე თავისი ქვეყნისთვის ბრძოლას და თავის რელიგიას შესწირა. მე მისგან მხოლოდის მესმოდა, რა უნდა გაკეთებინა ერაყელ ხალხს მშვიდობიანი და ერთიანი ერაყის ასაშენებლად" აშშ-მა გამოაცხდა, რომ პენტაგონმა შეუწყვიტა დაფინანსება აჰმად ჩალაბის ხელმძღვანელობით მოქმედ ერაყელ ემიგრანტთა ჯგუფს, რომელიც მოელოდენენ, რომ ერაყის მართვაში დაეხმარებოდათ. დღეს ქარბალაში გრძელდებოდა აშშ-ის არმიასა და შიიტ მებრძოოლებს შორის შეტაკება.
ერაყის შიიტთა ლიდერმა აიათოლა ალი სისტანიმ მოუწოდა აშშ-ის ჯარს და მის წინააღმდეგტ მებრძოლ ერაყელ შიიტებს დატოვონ წმინდა ქალაქები. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პოლ ვულფოვიცმა განაცხადა სენატის საგარე ურთიერთობების კომიტეტის წინაშე გამოსვლისას, რომ აშშ-ის არმიის 4000 ჯარისკაცის სამხრეთი კორეიდან გაყვანა და მათი ერაყში განთავსება მსოფლიოს მასშტაბით აშშ-ის არმიის სტრატეგიული გადაადგილების ნაწილს წარმოადგენს. ვულფოვიცმა ვთქვა, რომ ეს საკითხი რამდენიმე თვეა, რაც განიხილებოდა.
XS
SM
MD
LG