Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფულის გამოძალვის ბრალდებით დაკავებულმა დეპუტატმა


ფულის გამოძალვის ბრალდებით დაკავებულმა დეპუტატმა გიორგი კენჭაძემ გამოძიებას აღიარებითი ჩვენება მისცა.

ფულის გამოძალვის ბრალდებით დაკავებულმა დეპუტატმა გიორგი კენჭაძემ გამოძიებას აღიარებითი ჩვენება მისცა.
ამის შესახებ გენერალური პროკურატურა იტყობინება. ამ ინფორმაციით, კენჭაძემ აღიარა, რომ დანაშაული მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ჩაიდინა და იგი ბათუმელ ბიზნესმენს სძალავდა 100 ათასამდე ლარს. პარლამენტარი კენჭაძე უშიშროების ძალებმა ოთხშაბათს გამთენიისას დააკავეს სახელმწიფო კანცალარიასთან, მაშინ როდესაც ის 120 ათას დოლარს ძალავდა ბათუმელ ბიზნესმენ ამირან მამუჭაძეს. გენპროკურორის პირველი მოადგილის გიორგი ჯანაშიას განცხადებით, კენჭაძესთან ერთად საქმეში ფიგურირებენ ვინმე გივი ჩეჩელაშვილი და კიდევ ერთი პირი სახელად ვოვა. მისივე თქმით, მამუჭაძეს პირველად მაისის შუა რიცხვებში დაუკავშირდნენ ბათუმში და ახალი ხელისუფლების მხრიდან ყოველგვარი პრობლემების თავიდან აცილების სანაცვლოდ 120 ათასი დოლარი მოსთხოვეს.
XS
SM
MD
LG