Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების სენატში გაიმართა მოსმენა


შეერთებული შტატების სენატში გაიმართა მოსმენა ამერიკელი სამხედროების მიერ ერაყში პატიმრების წამებასთან დაკავშირებით.

შეერთებული შტატების სენატში გაიმართა მოსმენა ამერიკელი სამხედროების მიერ ერაყში პატიმრების წამებასთან დაკავშირებით.
დღეს სენატის შეიარაღების საკითხების კომიტეტს ჩვენებები მისცეს ახლო აღმოსავლეთში ამერიკის ჯარების მთავარსარდალმა გენერალმა ჯონ აბიზაიდმა, ერაყში ამერიკის ჯარების სარდალმა, გერენალმა რიკარდო სანჩესამ და ერაყში სამხედრო ციხეების ახალმა ხელმძღვანელმა ჯოფრი მილერმა. აბიზაიდმა მოსმენაზე თქვა: [აბიზაიდის ხმა] "ეჭვგარეშეა, რომ აბუ ღრაიბში შეცდომები დავუშვით. დიდი დარტყმა მივიღეთ. მე ჩემ თავზე ვიღებ ამისთვის პასუხისმგებლობას. მაგრამ ერთეულების შეცდომები ჩვენს მრავალ მამაც მამაკაცსა და ქალს ხელს არ შეუშლის მათ სახიფათო და მნიშვნელოვან საქმეში, უცხოეთში დაიცვან სამშობლოს ინტერესები." მიმდინარე კვირაში კომიტეტის წინაშე დახურულ მოსმენაზე წარდგება შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდიც.
XS
SM
MD
LG