Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ამერიკის სამხედრო ტრიბუნალმა ბაღდადში


დღეს ამერიკის სამხედრო ტრიბუნალმა ბაღდადში ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯა ამერიკელ ჯარისკაცს ჯერემი სივიტსს.

დღეს ამერიკის სამხედრო ტრიბუნალმა ბაღდადში ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯა ამერიკელ ჯარისკაცს ჯერემი სივიტსს.
მას ბრალი ედება აბუ ღრაიბის ციხეში პატიმრების წვალებაში. სივიტსი გაირიცხება შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების რიგებიდან. ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაცია ჰიუმენ რაიტს უოჩმა პროტესტი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მისი წარმომადგენლები არ დაუშვეს ტრიბუნალის სხდომებზე. სივიტსი პირველი ამერიკელი ჯარისკაცია, რომელიც სამხედრო კანონით განისაჯა აბუ ღრაიბის სკანდალთან დაკავშირებით. დღეს სასამართლოში გამოცხადდა კიდევ სამი ამერიკელი ჯარისკაცი, რომლებსაც აგრეთვე ბრალი ედებათ აბუ ღრაიბში ერაყელი ტყვეების წვალებაში. მათი სასამართლო პროცესის თარიღები ჯერ არ გამოცხადებულა.
XS
SM
MD
LG