Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ რუსეთში 28 მაისისთვის გადადო


სასამართლომ რუსეთში 28 მაისისთვის გადადო სხდომა, რომელზეც პლატონ ლებედევის - ნავთობკომპანია "იუკოსის"

სასამართლომ რუსეთში 28 მაისისთვის გადადო სხდომა, რომელზეც პლატონ ლებედევის - ნავთობკომპანია "იუკოსის"
აქციების დიდი ნაწილის მფლობელის საქმეს განიხილავენ. ლებედევს წაყენებული აქვს თაღლითობის, ფულის გაფლანგვისა და გადასახადების გადაუხდელობის ბრალდებები. ლებედევი, რომელიც დღეს წარდგა სასამართლოს წინაშე, ივლისში დააპატიმრეს. ამ დაპატიმრებით დაიწყო "იუკოსთან" დაკავშირებული გამოძიება. დაპატიმრებულია ასევე "იუკოსის" ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი მიხაილ ხოდორკოვსკი, რომელსაც ასევე მოელის გასამართლება. როგორც დღეს ლებედევის ვექილმა, იელენა ლიპსტერმა თქვა, მისი კლიენტი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და მისთივს წაყენებულ "შეთითხნილ ბრალდებაზე" ლაპარაკობს.
XS
SM
MD
LG