Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ინდოეთის


პაკისტანის დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ინდოეთის მომავალი პრემიერ-მინისტრის, მანმოჰან სინხის განცხადებას,

პაკისტანის დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ინდოეთის მომავალი პრემიერ-მინისტრის, მანმოჰან სინხის განცხადებას,
რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობისაკენ მიისწრაფვის. პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივნის თქმით, სინხის განცხადება "კარგი დასაწყისია" ორი ქვეყნისთვის. მანამდე სინხმა აღნიშნა: [სინხის ხმა] "ჩვენს მეზობლებთან, უწინარეს ყოვლისა პაკისტანთან მეგობრული ურთიერთობებისაკენ მივისწრაფით. უნდა მივაგნოთ გზებს და საშუალებებს ყველა იმ პრობლემის მოსაგვარებლად, რომელიც ჩვენი და პაკისტანის ურთიერთობაში განხეთქილებისა და ტრაგიკული ისტორიის მიზეზი იყო. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ეს შესაძლოა გახდეს წარსულის კუთვნილება. მომავალს იმედით უნდა ვუყუროთ". სინხი 90-იან წლებში ინდოეთის ფინანსთა მინისტრი იყო.
XS
SM
MD
LG