Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პოლიციამ და ამერიკელმა ჯარისკაცებმა


ერაყის პოლიციამ და ამერიკელმა ჯარისკაცებმა რეიდები განახორციელეს ერაყის მმართველი საბჭოს წევრის, აჰმად ჩალაბის

ერაყის პოლიციამ და ამერიკელმა ჯარისკაცებმა რეიდები განახორციელეს ერაყის მმართველი საბჭოს წევრის, აჰმად ჩალაბის
ბინასა და მისი "ერაყის ეროვნული კონგრესის" ოფისში.აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, რეიდის მიზეზი პოლიტიკური არ ყოფილა. ბაღდადში კი კოალიციის პრეს-მდივანმა დან სენორმა აღნიშნა, რომ რეიდი ერაყის პოლიციის ინიციატივით განხორციელდა. [დან სენორის ხმა] "ეს იყო გამოძიება ერაყელების ხელმძღვანელობით, რეიდი ერაყელების ხელმძღვანელობით", აღნიშნა სენორმა. მაგრამ ჩალაბიმ, რომელიც ადრე აშშ-ის ადმინისტრაციის ფავორიტად იყო მიჩნეული, ვაშინგტონი დაადანაშაულა მცდელობაში, აღადგინოს ბაათის პარტიის მმართველობა (ადრე ბაათის პარტიას ეფუძნებოდა სადამ ჰუსეინის მმართველობა). ჩალაბის თქმით: [ჩალაბის ხმა] "ბაათისტები მოდიან და თავს გვესხმიან ამერიკელების მეთვალყურეობით". იუწყებიან ასევე, რომ ბაღდადში ამერიკელ გენერალ მარკ კიმიტის განცხადებით, გამოიძიებენ გუშინ, ერაყის დასავლეთში განხორციელებულ თავდასხმას, რომელმაც 20-დან 40-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
XS
SM
MD
LG