Accessibility links

ამერიკელი სამხედროების განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება


ამერიკელი სამხედროების განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება ცნობებთან დაკავშირებით, რომ გუშინ აშშ-ის შვეულმფრენების მიერ

ამერიკელი სამხედროების განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება ცნობებთან დაკავშირებით, რომ გუშინ აშშ-ის შვეულმფრენების მიერ
საჰაერო დარტყმა განხორციელდა ქორწილში შეკრებილებზე. ლაპარაკია ინციდენტზე, რომელიც ერაყის დასავლეთში, სირიის საზღვრის სიახლოვეს აღირიცხა. აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ჯარები ჩართული იყვნენ ოპერაციებში აღნიშნულ რეგიონში, მაგრამ თავდასხმის ობიექტი, მათი განმარტებით, იყო უცხოელი მებრძოლების თავშესაფრად მიჩნეული შენობა. სამხედრო პრეს-მდივან ლიეტენანტ დან უილიამსის დღევანდელი განცხადებით, სამხედროები იძიებენ მასმედიისა და თვითმხილველების მიერ გავცრელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ამერიკულმა შვეულმფრენებმა ცეცხლი დაუშინეს ქორწილში შეკრებილებს მას შემდეგ, რაც მათ, ტრადიციისამებრ, ჰაერში გაისროლეს. ქალაქ რამადის პოლიციის წარმომადგენლის ინფორმაციით, დაიღუპა სულ ცოტა 42 ადამიანი, მათ შორის 15 ბავშვი.
XS
SM
MD
LG