Accessibility links

logo-print

ისრაელის სამხედრო მოსამსახურეებმა დღეს კიდევ


ისრაელის სამხედრო მოსამსახურეებმა დღეს კიდევ სულ ცოტა 7 პალესტინელი მოკლეს ღაზის სექტორში.

ისრაელის სამხედრო მოსამსახურეებმა დღეს კიდევ სულ ცოტა 7 პალესტინელი მოკლეს ღაზის სექტორში.
ისრაელის არმია რაფაჰის ორ უბანში შეიჭრა ოპერაციის ფარგლებში, რომლის მიზანი, არმიის განმარტებით, ტერორისტების განადგურება და იარაღის კონტრაბანდისათვის გამოყენებული გვირაბების მოსპობაა.
ამ კვირის დასაწყისიდან, 40-ზე მეტი პალესტინელი მოკლეს, მათ შორის გუშინ 10 დემონსტრანტი. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს დღევანდელი განცხადებით, მას "თავი მოაბეზრა" ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრ ბრაიან კოუენის კრიტიკამ ისრაელის ოპერაციების მისამართით. ირლანდია ევროკავშირის ამჟამინდელი მორიგე თავმჯდომარე ქვეყანაა. ასევე ისრაელიდან მოსული ინფორმაციით, სასამართლომ თელ ავივში მკვლელობაში დამნაშავედ სცნო მარვან ბარღუტი - პალესტინელების მაღალი რანგის წარმომადგენელი. მას ადანაშაულებენ შეიარაღებული თავდასხმების მეთვალყურეობაში, რამაც 5 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ბარღუტის 6 ივნისს გამოუტანენ განაჩენს. პალესტინელების ხელმძღვანელობა ბარღუტის სასამართლო პროცესს უკანონობად მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG